3 საათის და 23 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

უდიდესი ჯახი - ალექსანდრე თოფურიას UFC სერიოზულ მეტოქეს უმზადებს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბრაის მიტჩელმა ალექსანდრე თოფურიასთან ჩხუბის ინტერესი გამოხატა.

აღსანიშნავია, რომ UFC-ში ქართველის დებიუტი თებერვალში, UFC 312-ზე შედგა, სადაც "კონკისტადორმა" ავსტრალიელი კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

გამოცემა "AS"-ის ინფორმაციით, მიტჩელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ბრაისს სურს, რომ ალექსანდრეს დაუპირისპირდეს. 

ასეე იწერება, რომ პოტენციური ბრძოლა შესაძლოა UFC Houston-ზე შედგეს, რომელიც 21 თებერვალსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ბრაის მიტჩელი ერთმანეთს 2022 წლის დეკემბერში შეხვდნენ და მაშინ, ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში გაიმარჯვა. 

რაც შეეხება ალექსანდრეს, მისი რეკორდი MMA-ში 7 მოგება და 1 წაგება არის.


Facebook კომენტარები