მერაბ შარიქაძის პირველი კომენტარი დოპინგ-სკანდალზე გამოტანილ განაჩენზე.
"რა აზრი აქვს მაგის გასაჩივრებას, სამართალი არ არის მანდ და რა აზრი აქვს, რა გავასაჩივრო. ეგეთი სამართალი აქვთ. არანაირი მორალი, მხოლოდ იურიდიული სამართალი და ფურცელზე დაწერილი. ჩემთვის ახლა 6 წელი მექნება თუ 11, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ინტერვიუში ყველაფერი ნათქვამი მაქვს.
"ეს გადაწყვეტილება გამოსული არის მინიმუმ ერთი წლის, უბრალოდ მე გავასაჩივრე და თავიდან 6 წელი მომისაჯეს და გასაჩივრების მერე 11. გულშემატკივრებს ძალიან დიდ მადლობას გადავცემ ყველაფრისთვის" - თქვა მერაბ შარიქაძემ.
ცნობისთვის, რაგბის მმართველმა ორგანომ, ახლახან, იმ ქართველი მოთამაშეების ვინაობა და სანქციები გაამხილა, რომლებსაც დადებითი ტესტის პასუხი აღმოაჩნდათ. დისკვალიფიკაციის ვადა ცხრა თვიდან თერთმეტ წლამდე მერყეობს. ყველაზე მკაცრად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დაისაჯა. მას 11 წლით აუკრძალეს რაგბის თამაში.