საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა ლაშა ტალახაძესთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ლაშას დაბრუნების ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა და ორი-სამი თვის წინ მოინდომა, რომ ჩაეტარებინა გამოკვლევები, რის შემდეგაც მითხრა, რომ შედეგებს გამომიგზავნიდა და თუ ისეთი დიაგნოზი იქნებოდა, რომ ფიზიკური კონდიციები მას საშუალებას მისცემდა ვარჯიში განეახლებინა, ამას აუცილებლად გააკეთებდა.
"გადაიღო სურათები მუხლზე, წელზე და როდესაც შედეგებს თვალი გადავავლე, ვუთხარი, რომ ყოფილიყო იქ, სადაც ახლა არის (იცინის).
"ფიზიკურად კიდევ შეიძლება მოახერხოს, რადგან შესაძლოა ტკივილს გაუძლოს, მაგრამ ფსიქოლოგია არ მისცემს ამის საშუალებას, თორემ მე ვინც ყველაზე ძალიან სპორტში მენატრება, ეს სწორედ ლაშა ტალახაძეა", - თქვა ჭინჭარაულმა.