გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ტალახაძე მიმდინარე წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი პლანეტის პირველობაზე მოსინჯავს ძალებს და სათანადო კონდიციების შემთხვევაში, 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩემპიონმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება 2024 წელს მიიღო.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული ტურნირი 2026 წლის 27 ოქტომბრიდან, 8 ნოემბრამდე ჩატარდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართველმა სპორტსმენმა მედიასთან ისაუბრა:
"ამერიკაში ოლიმპიურ თამაშებზე აუცილებლად ვიქნები, თუმცა სპორტსმენის რანგში თუ ფედერაციის პრეზიდენტის ზუსტად არ ვიცი", - ლაშა ტალახაძე.