6 საათის და 8 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ლაშა ტალახაძე ბრუნდება - რომელ ტურნირზე იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ტალახაძე მიმდინარე წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი პლანეტის პირველობაზე მოსინჯავს ძალებს და სათანადო კონდიციების შემთხვევაში, 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩემპიონმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება 2024 წელს მიიღო.

ცნობისთვის, ლაშას მონაგარი 3 ოლიმპიური ოქრო, 7 მსოფლიოს ჩემპიონატის და 7 ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული ტურნირი 2026 წლის 27 ოქტომბრიდან, 8 ნოემბრამდე ჩატარდება.

Facebook კომენტარები