3 დღის და 2 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა ჩემი მწვრთნელების სიტყვები,..." - რა თქვა ეგაძემ ისტორიული ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ

ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ კომენტარი გააკეთა.

„ცოტას ვნერვიულობდი, სანამ გამოვიდოდი, რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა ჩემი მწვრთნელების სიტყვები, შევიგრძენი მომენტი და გავაკეთე ყველაფერი ამ შესანიშნავი მაყურებლისთვის.

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას გამოსვლა საოცარი იყო. ლუკა ჩემი ნათლიაა და ჩვენ ჩემპიონები გავხდით“, – აღნიშნა ეგაძემ.

ნიკა ეგაძე ერთეულთა შორის ისტორიაში პირველი მამაკაცია, რომელმაც საქართველოს დელეგაციას ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოუტანა. შეფილდში მიმდინარე ტურნირზე წყვილთა შორის ჩემპიონები გახდნენ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.

მოგვიანებით რიტმულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წევრები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი თავისუფალ პროგრამას წარადგენენ.

Facebook კომენტარები