2 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რუსებს ყველანაირი შეზღუდვა მოეხსნათ - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას აბუ-დაბის გრანდ სლემის წინ დიდი გადაწყვეტილება მიიღო - რუსი სპორტსმენები შეჯიბრებაზე ყველანაირი შეზღუდვების გარაშე გამოვლენ.

მათ ექნებათ უფლება, რომ გრან სლემზე რუსეთის დროშითა და ჰიმნით წარდგნენ.

საერთაშორისო ფედერაცია ოფიციალურ წერილს აქვეყნებს:

"სპორტმა უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური გავლენებისგან ნეიტრალურობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ძიუდოს საფუძვლად უდევს მშვიდობის, ერთობისა და მეგობრობის ღირებულებები და დაუშვებელია, რომ ის გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პლატფორმად იქცეს. შესაბამისად, აღმასრულებელმა კომიტეტმა კენჭისყრით მხარი დაუჭირა, რომ აბუ-დაბის გრანდ სლემიდან მოყოლებული რუს სპორტსმენებს კვლავ ჰქონდეთ საკუთარი ეროვნული დროშითა და ჰიმნით ასპარეზობის უფლება“.

Facebook კომენტარები