4 საათის და 20 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუა ფინალში გავიდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუა (55 კგ) ფინალშია. 

18 წლის ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში თურქ შაქირს სძლია და ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ირანელ ახმადი ბალუტაკისთან იბრძოლებს.

აქვე გეტყვით, რომ ზაგრებში ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.


Facebook კომენტარები