რუსი ძიუდოისტი - ტიმურ არბუზოვი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კამერებთან გამოჩნდა და ჟურნალისტთან საუბრობს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, თავის ახალ წონით კატეგორიასა (90 კგ) და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ყველაზე საინტერესო, რაზეც მან ისაუბრა, იყო ის, რომ ემზადება 90 კგ-ში დებიუტისთვის და ასევე, მან ტატო გრიგალაშვილის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონობაზეც გააკეთა კომენტარი.
"მსოფლიო ჩემპიონატს სრულად ვუყურა და ვისიამოვნე. ჩემთვის რთულია ტატამიზეს გარედან ძიუდოს ყურება, თუმცა კარგი მსოფლიო ჩემპიონატი გამოდგა.
"ჩემს წონას რაც შეეხება, ვნახე ტატო გრიგალაშვილის ჩემპიონობა და მინდა ვისარგებლო მომენტით და მას მივულოცო - სრულიად დამსახურებული იყო მისი ეს ჩემპიონობა, იგი ამტკიცებს, რომ ძალიან ძლიერია, რადგან 4 მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მხოლოდ გამორჩეულ ძიუდოისტებს აქვთ", - თქვა არბუზოვმა.