გავრცელებული ინფორმაციით, ტიმურ არბუზოვი და მატვეი კანიკოვსკი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებენ.
კანიკოვსკის შემთხვავში მიზეზი დოპინგ სკანდალია. მართალია ის უკვე აღადგინეს მსოფლიოს რეიტინგში, თუმცა გამოძიება ისევ მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ დამდგარა.
საგულისხმოა, რომ არბუზოვის მიზეზად ტრავმა სახელდება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისიც დოპინგზე ჩავარდა, არსად დასტუდება. ამის შესახებ ინფორმაცია არც ერთ სანდო უცხოურ მედიაში არ გავრცელებულა.