2 საათის და 31 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ვერ ავხსნი რა მოხდა.." - ტიმო კაველიუსის განცხადება ქართველ ძიუდოისტზე

გერმანულ პრესაში ტიმო კაველიუსის კომენტარი გავრცელდა. ძიუდოს ბუნდესლიგის შეხვედრისას „ლაიფციგის“ სახელით მოასპარეზე აკაკი ჯაფარიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. 

კაველიუსმა ჯაფარიძესთან გამარჯვება პროვოკაციული ჟესტით აღნიშნა, რის შემდეგაც ქართველი ჯუდოკა მასთან მიიჭრა და დარტყმები მიაყენა. 

გერმანელმა სპორტსმენმა ორი კბილი დაკარგა, ყბა მოიტეხა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ის ოქტომბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

აღნიშნულთა დაკავშირებით კაველიუსმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ვერ ავხსნი, რა მოხდა. მინდოდა, თანაგუნდელებისთვის მეგულშემატკივრა და უეცრად ყველაფერი დაიწყო. 

"შოკისგან გავშეშდი. იატაკზე დაცემის შემდეგაც კი მირტყამდა. ვიდეო ყველაფერზე კარგად მეტყველებს. 

"ახლა უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გერმანიის ძიუდოს ფედერაცია, ევროპის ძიუდოს კავშირი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია. ბუნდესლიგის ეს შეხვედრა, დაახლოებით ათკვირიანი პაუზის შემდეგ, ჩემი დაბრუნება უნდა ყოფილიყო, რათა ბუდაპეშტის გრანდ სლემისა და შემდგომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადება გამეგრძელებინა. 

"ჩემი აზრით, ამ ინციდენტმა ძიუდოს ღირებულებები საგრძნობლად დააზიანა. ძიუდო პატივისცემას, დისციპლინასა და სამართლიანობას ემყარება. ჩემთვის ეს ღირებულებები ჩვენი სპორტის საძირკველს წარმოადგენს", - თქვა კაველიუსმა.