გერმანიის ბუნდესლიგის ღონისძიების დროს, რომელშიც ქართველი ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე და გერმანელი ტიმო კაველიუსი მონაწილეობდნენ, სერიოზული ინციდენტი მოხდა.
სიტუაცია ასე განვითარდა, მას შემდეგ, რაც კაველიუსმა მატჩი იპონით მოიგო მან გამარჯვება ემოციურად იზეიმა და ქართველი ძიუდოისტის პროვოკაციაზე წამოგება სცადა, რაც მას გამოუვიდა და ჯაფარიძემ ამის გამო გერმანელ სპორტმენს რამდენჯერმე მუშტი დაარტყა და ყბა ორ ადგილას მოტეხა. ტიმო კაველიუსს დღეს ოპერაცია ჩაუტარდება.
ჯერ ჯერობით უცნობია თუ რა ბედი ელის ქართველი ძიუდოისტის ასეთ არასპორტულ ქმედებას, მაგრამ ინციდენტი უკვე განიხილება და დიდი შანსია აკაკი ჯაფარიძე ძალიან მკაცრად დაისაჯოს და სამუდამოდ ჩამოაშორონ ძიუდოს.
წყარო: Belive.ge