2 საათის და 45 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ოფიციალურად! - ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება

ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს, – ამის შესახებ თბილისის გრანდ სლემის გახსნის ცერემონიის დროს მსოფლიო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, მარიუს ვიზერმა განაცხადა.

თბილისიში მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად ჩატარდება. ჩვენმა ქვეყანამ 2009 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასძპინლა. კონტინენტის პირველობა თბილისში წელსაც, აპრილში გაიმართება.

თბილისი, წლებია, ძიუდოს მსოფლიო ტურის ეგიდით საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. 2026 წლის თბილისის გრანდ სლემი დღეს, 20 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება.

2026 წელს ძიუდოში მსოფლიო პირველობა აზერბაიჯანში ჩატარდება, 2027 წელს – ყაზახეთში, ხოლო 2028 წელს ოლიმპიადის გამო ტურნირი არ შედგება.

Facebook კომენტარები