Iran International-ი ირანის სასამართლოზე დაყრდნობით წერს, რომ ხუთშაბათს 19 წლის მოჭიდავე სალეჰ მოჰამადი სიკვდილით დასაჯეს.
მასთან ერთად ასევე სიკვდილით დასაჯეს მეჰდი გასემისი და საიდ დავუდი.
როგორც მედია იუწყება, ირანის ისლამური რესპუბლიკა სამივეს 2026 წლის 8 იანვარს ორი პოლიციელის მკვლელობაში ადანაშაულებს.
მედიის ცნობით, 19 წლის მოჭიდავე სალეჰ მოჰამადმა ირანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, 2024 წელს Saytiyev-ის საერთაშორისო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.