12 საათის და 7 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე არიან ბექაური და ლიპარტელიანი

ტაშკენტის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა.

60 კგ

ტაშკენტში დებიუტი ჰქონდა ლუკა გადელიას, რომელმაც საკმაოდ კარგად იასპარეზა და საბოლოოდ ასპარეზობა მეხუთე პოზიციით დაასრულა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 360 ქულა დაიმსახურა და იგი მსოფლიოს 88-ე ნომერია.

66 კგ

66 კგ-ში თემურ ნოზაძემ და თორნიკე მაზიაშვილმა იასპარეზეს, თუმცა შორს ვერცერთი მათგანი ვერ გავიდა.

თემურ ნოზაძემ ერთი ეტაპი დაძლია და 1/8-ფინალში დამარცხდა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 160 ქულა მოიპოვა და 7 პოზიციით დაწინაურდა - ახლა იგი 1498 ქულით, მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერია.

ასევე 160 ქულა დაიმსახურა თორნიკე მაზიაშვილმა ტაშკენტში, რითაც მსოფლიო რეიტინგში 81 პოზიციით დაწინაურდა და 272 სარეიტინგო ქულით მსოფლიო რეიტინგის 120-ე ნომერია.

73 კგ

73-ში ბახბახიშვილი და ნინიაშვილი ასპარეზობდნენ - ბახბახიშვილმა 120 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 11 პოზიციით დაწინაურდა - 830 ქულით იგი მსოფლიო რეიტინგის 51-ე პოზიციას იკავებს.

ბაგრატ ნინიაშვილმა ტაშკენტის გრანდ სლემი მე-7 პოზიციით დაასრულა და მსოფლიო რეიტინგში 260 ქულა დაიმსახურა, რითაც 122 პოზიციით წინ დაწინაურდა და ახლა 345 ქულით, მსოფლიო რეიტინგის 112-ე ნომერია.

81 კგ

დიმიტრი გოჩილაიძემ 9-16 ადგილებისთვის იბრძოლა ტაშკენტში და 160 სარაეიტინგო ქულა მიიღო, რითაც 2 პოზიციით დაწინაურდა რეიტინგში და ახლა იგი მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერია (1396 ქულით).

90 კგ

მივადექით ჩვენთვის მთავარ წონას, სადაც 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური და გიორგი ჯაბნიაშვილი ასპარეზობდნენ.

ჯაბნიაშვილმა 160 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 1 პოზიციით დაწინაურდა, რითაც მსოფლიოს TOP 10-ში შევიდა და მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა (2440 ქულა).

რაც შეეხება ლაშა ბექაურს, მან ფინალი დათმო და 700 სარეიტინგო ქულას დაეუფლა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და TOP 3-ში შევიდა. ბექაურის ანგარიშზე 3945 სარეიტინგო ქულაა.

100 კგდიდხნიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ტურს დაუბრუნდა ონისე სანებლიძე, რომელმაც ტაშკენტში იჭიდავა და 9-16 პოზიციებისთვის იბრძოლა. ონისემ ტაშკენტში 245 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 56 პოზიციით დაწინაურდა და ახლა იგი 121-ე ნომერია.

+100 კგ

მძიმე წონაში იჭიდავეს გელა ზაალიშვილმა და 21 წლის საბა ქარდავამ.

გელა ზაალიშვილმა ტაშკენტის გრანდ სლემზე მიიღო მონაწილეობა, თუმცა პირველივე ეტაპზე დამარცხდა და 10 სარეიტინგო ქულით მეტი ვერ მოიპოვა, თუმცა ვინაიდან და რადგანაც, გელა რეიტინგში ძალიან უკანაა, ეს 10 ქულაც მომგებიანი აღმოჩნდა და 25 პოზიციით დაწინაურდა (254 ნომერი გახდა).

რაც შეეხება საბა ქარდავას, 21 წლის ქართველმა 9-16 პოზიციებისთვის იბრძოლა და 160 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, რითაც 20 პოზიციით წინ წავიდა და ახლა 345 სარეიტინგო ქულით, მსოფლიო რეიტინგის 84-ე ნომერია.

57 კგ

და ბოლოს ვისაუბროთ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონზე - ეთერ ლიპარტელიანზე.

ეთო ტაშკენტში 1/2-ფინალში დამარცხდა, შემდეგ კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაც დათმო და საბოლოოდ მეხუთე პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა.

საბოლოოდ ლიპარტელიანმა 360 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგის სათავეში დარჩა. ქართველი მსოფლიო ჩემპიონის ანგარიშზე 5676 სარეიტინგო ქულაა და მეორე პოზიციაზე მყოფ იაპონელს 676 ქულით უსწრებს.

წყარო: Belive.ge

Facebook კომენტარები