14 საათის და 11 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ძალიან კარგი ამბავია - მიხაელ შუმახერთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა

ბრიტანული გამოცემა Daily-Maily მიხაელ შუმახერთან დაკავშირებით კარგ სიახლებს ავრცელებს.

მათი ინფრომაციით, ფორმულა 1-ის ლეგენდარული ჩემპიონი საწოლზე მიჯაჭვული აღარ არის.

გერმანელ ლეგენდას სიარული ჯერ-ჯერობით არ შეუძლია, და შშმ ეტლით გადაადგილდება.

"ვერავინ იტყვის სრული დარწმუნებით, რამდენად კარგად ესმის მას ყველაფერი, რადგან თავად ამის თქმა არ შეუძლია. არსებობს განცდა, რომ ის ნაწილობრივ აცნობიერებს იმას, რაც მის გარშემო ხდება, თუმცა, სავარაუდოდ, არა სრულად“, - უთხრა Daily Mail-ს ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ.

შეგახსენებთ, შუმახერი რეაბილიტაციას აგრძელებს თავის ტვინის მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც 2013 წლის დეკემბერში ალპებში თხილამურებით სრიალისას მიიღო. შვიდგზის ჩემპიონის ოჯახი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მკაცრად კონფიდენციალურად ინახავს.

Facebook კომენტარები