ცნობილია, რა თანხას მიიღებენ ჯილდოდ მთავრობისგან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ადგილას გასული სპორტსმენები?
1 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია, რა თანხას მიიღებენ ჯილდოდ მთავრობისგან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ადგილას გასული სპორტსმენები?

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, XXV ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ("მი­ლა­ნი-კორ­ტი­ნა-დ’ამ­პე­ცო 2026") მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბი გუნ­დის წევ­რებ­ზე, მწვრთნე­ლებ­ზე, სა­ე­ქი­მო პერ­სო­ნალ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ჯგუფ­ზე ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი გა­ი­ცე­მა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, რო­მელ­საც ხელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აწერს, საპ­რი­ზო თან­ხე­ბის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"XXV ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის გა­სა­ცე­მი საპ­რი­ზო თან­ხე­ბი შემ­დე­გი სა­ხით გა­და­ნა­წილ­და:

ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში (წყვილ­თა ას­პა­რე­ზო­ბა) II ად­გი­ლის მფლო­ბე­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ფუ­ლად პრიზს 51 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და და­მა­ტე­ბით ფუ­ლად პრიზს 449 000 ლარს, ხოლო ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში (გუნ­დუ­რი პირ­ვე­ლო­ბა) IV ად­გი­ლის­თვის - 6 800 ლარს. ასე­ვე, ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში (გუნ­დუ­რი პირ­ვე­ლო­ბა) IV ად­გი­ლის მფლო­ბე­ლე­ბი ფუ­ლა­დი პრი­ზის სა­ხით მი­ი­ღე­ბენ 6 800 ლარს და და­მა­ტე­ბით 50 000 ლარს. ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში ნაკ­რე­ბი გუნ­დის მთა­ვარ მწვრთნელს ფუ­ლა­დი პრი­ზის სა­ხით გა­და­ე­ცე­მა 71 400 ლარი.

სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის (სლა­ლო­მი/გი­გან­ტუ­რი სლა­ლო­მი) სა­ხე­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის გა­ნი­სა­ზღვრა და­მა­ტე­ბი­თი ფუ­ლა­დი პრი­ზი 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბი გუნ­დის სა­ე­ქი­მო პერ­სო­ნა­ლი ფუ­ლა­დი პრი­ზის სა­ხით მი­ი­ღებს 42 840 ლარს, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბი გუნ­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯგუ­ფი - 28 560 ლარს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Facebook კომენტარები