პსჟ-ს ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ იუთუბ გადაცემა Viva El Futbol-ში სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია. ვიდრე პსჟ-ში გადავიდოდა, მასთან საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ თუ რამეში დავჭირდებოდი, ჩემთვის მოეწერა და დავეხმარებოდი.
"ნეაპოლურ დიალექტზე დაველაპარაკე და გაოცებულმა მკითხა: „შენ ნეაპოლიტანელი ხარ?’’
"კვარა სათამაშო კლასით სხვებზე მაღლაა და ეს ვარჯიშებზეც ნათლად ჩანდა", - ამბობს დონარუმა.