4 დღის და 6 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ვის მისცა ხმა გურამ კაშიამ FIFA The Best-ის გათამაშებაში

დოჰაში მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (ფიფა) გალა დაჯილდოება ჩაატარა, სადაც სხავდასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესოები გამოავლინეს.

გაირკვა, თუ ვის მისცა ხმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ამ გათამაშებაში.

როგორც ცნობილია, ქართველმა პირველ ადგილზე უსმან დემბელე გაიყვანა. 

რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, აქ ლამინ იამალსა და ვიტინიას ვხვდებით.

წარმოგიდგენთ ყველა ნომინაციის გამარჯვებულს:

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – აიტანა ბონმატი („ბარსელონა“, ესპანეთი)

წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/„მან.სიტი“, იტალია)

წლის საუკეთესო ქალი მეკარე – ანა ჰემპტონი („ჩელსი“, ინგლისი)

წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი – ლუის ენრიკე (პსჟ, ესპანეთი)

წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი – სარინა ვეიმანი (ინგლისის ნაკრები, ნიდერლანდები)

წლის საუკეთესო გოლი (მამაკაცთა შორის) – სანტიაგო მონტიელი („ინდეპენდიენტე“, არგენტინა)

წლის საუკეთესო გოლი (ქალთა შორის) – ლიზბეტ ოვალი („ტიგრესი“, მექსიკა)

Fair Play-ის ჯილდო – ექიმი ანდრეას ჰარლას-ნიუკინგი („რეგენსბურგი“, გერმანია)

Facebook კომენტარები