"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და ქენან ილდიზის შედარებაზე კომენტარი გააკეთა.
"ილდიზის საუკეთესო ვერსია ჯერ კიდევ არ გინახავთ. ის ყველაფერს სწორად აკეთებს და თამაშიდან თამაშამდე იზრდება. დამიჯერეთ, ქენანს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს.
"ზუსტად იგივე ვუთხარი ხვიჩას ნაპოლიში, როდესაც მას პირველად შევხვდი. თურქს შეუძლია ტოპ მოთამაშე გახდეს", - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" 2022/23 წლების სეზონში წვრთნიდა.