9 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ნიკე ლუსო" საქართველოს ქალთა თასის მფლობელი გახდა

საქართველოს ქალთა თასის ფინალში "ნიკე ლუსომ" "კვარტალი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და კუთვნილი თასი ჩაიბარა.

პირველი გოლი მატჩის მე-6 წუთზე ანასტასია ბუჩუკურმა გაიტანა, მე-80 წუთზე კი ნინო ბუხრიკიძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში "ნიკე ლუსომ" მეორე ტიტული მოიპოვა.

2025 წელს მათ საქართველოს ქალთა თასთან ერთად, საქართველოს ქალთა ლიგაც დამაჯერებლად მოიგეს.