საფრანგეთის პროფესიონალურმა ლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომდევნო წლის სუპერ თასის ფინალი საფრანგეთიდან შორს, ქუვეითში, დედაქალაქ ელ-ქუვეიტში ჩატარდება.
ტიტულისთვის ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „მარსელი“ დაუპირისპირდებიან – შეხვედრა 2026 წლის 8 იანვარს გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს მატჩი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შანსია, სეზონის დასაწყისშივე კლუბთან ერთად ახალი თასისთვის იბრძოლოს.
ქართველ ვარსკვლავს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული აქვს მოპოვებული პსჟ–ს რიგებში და ახლა მისი ყურადღება სუპერ თასისკენ არის მიმართული.
ამ ტურნირს ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ატარებენ – ტრადიცია 2009 წელს დაიწყო და მხოლოდ 2020 და 2023 წლები გახდა გამონაკლისი, როცა თამაში ისევ ქვეყნის შიგნით ჩატარდა.
სუპერ თასის ისტორიულ მონაგარში აშკარა ლიდერი „პარი სენ-ჟერმენია“ – პარიზულმა კლუბმა ეს ტიტული უკვე 13-ჯერ მოიგო და კიდევ ერთი წარმატება მათ რეკორდს უფრო გაამყარებს.
