9 საათის და 7 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"გუნდის შენება დიდ დროს მოითხოვს, მაგალითისთვის ვიტყვი ლუის ენრიკეს" - ვილი სანიოლი

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ნოემბრის თვის სანაკრებო პაუზაზე ორ შეხვედრებს ჩაატარებს.

სანაკრებო მატჩების წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართა. 

"გუნდის ახალ ეტაპზე გადაყვანის და შენების ეტაპზე ვართ კონცენტრირებული. 2021 წელს ნაკრებში მოსვლის დროს სხვა რეალობა გვქონდა. 

შეგვიძლია ლუის ენრიკეს და პსჟ-ს მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ისიც ასეთ სუტუაციაში იყო "პსჟ"-ს პირველ სეზონში. 

"გუნდის შენება დიდ დროს მოითხოვს. პარიზში პირველ სეზონში ხალხი ენრიკეს წასვლასაც კი ითხოვდა", თქვა სანიოლმა.

Facebook კომენტარები