9 საათის და 34 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ჩვენ დრო გვჭირდება ახალუი გუნდის შენებისთვის" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ნოემბრის თვის სანაკრებო პაუზაზე ორ შეხვედრებს ჩაატარებს.

სანაკრებო მატჩების წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართა. 

"რა თქმა უნდა ოპონენტი გუნდებისგან ჩვეუებრივი ამბავია ტაქტიკის გამოკვლევა. 

"ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ცხოვრების უმაღლესი მწვერვალი იყო. ამ ტურნირის შემდეგ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ფორმას. ახლა ამ ეტაპზე ვართ.

"ჩვენ გვაქვს თაობათა ცვლა. მაგალითისთვის რომ ავიღოთ სხვა ნაკრებები, მათი მცველები 4-5 წლის განმავლობაში ერთად თამაშობენ. ჩვენ დავკარგეთ გველესიანი, ხოჭოლავა..

"რაც შეეხება გაბრიელ სიგუას, მას ჰქონდა რთული პერიოდი და ახლა ის გვიბრუნდება ნაკრებში. 

"კარგი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საფუძველია გუნდში. ჩემი სამსახურის ნაწილია, რომ ვიპოვო გამოსავალი.  

"როცა რთულ სიტუაციაში ხარ, ხშირად შენ უფრო ფართოდ ფიქრობ, უყურებ შენს ყველა შეცდომას. ვფიქრობ, ჩვენ იმ მომენტში ვართ, როცა რაიმეს ვაშენებთ. ჩვენ ვიწყებთ გუნდის ახლიდან შენებას. 

"როცა შენ აკეთებ დიდ ცვლილებებს, ეს დიდ დროს მოითხოვს. იმისთვის, რომ ააშენო ძლიერი გუნდი, დიდი დრო გჭირდება.. 

"მეორე ადგილზე გასასვლელად დაგვჭირდება ორივე თამაშის მოგება და თურქეთის წაგება. ეს შესაძლო სცენარია, მაგრამ შეუძლებელია.

"2020 წელს, როცა აქ პირველად მოვედი, დავიწყე 3-მცველიან ტაქტიკაზე მუშაობა და ვიცოდი, რომ ეს გაამართლებდა.

"მაგალითისთვის მოვიყვან ლუის ენრიკეს, ის ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგარამ "პსჟ"-ში მას სუსტი პირველი სეზონი ჰქონდა, რის შემდეგაც ხალხი მის წასვლასაც კი ითხოვდა. გუნდის შენება დიდ დროს მოითხოვს.

"3-4-3 ტაქტიკა? ასე რომ ვთქვათ, უნდა მუშაობდეს, მაგრამ ეს უბრალოდ ტაქტიკაა და პრობლემა ამაში არ არის. აქ სხვა რაღაცაში ვხედავ პრობლემას.

"თურქეთის წინააღმდეგ კატასტროფა იყო ჩვენი თამაში სტანდარტულების დროს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.

"სტანდარტულებზე თამაში რთულია, როცა ისეთ მაღალ მოთამააშებს კარგავ, როგორებიც არიან კვირკველია, გველესიანი, ხოჭოლავა... სტანდარტულები ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია ამ მომენტში. 

"გადაწყვეტილებებზე პასუხიმგებელი მე ვარ. რა თქმა უნდა გვჭირდება მწვრთნელი სტანდარტულებისთვის, მაგრამ თუ შევედრებით ჩვენ პრემიერ ლიგის გუნდებს, მათ ბიუჯეტში 600 მილიონი აქვთ.

"როცა დიდ გუნდებს ეთამაშები, ბევრი რამე შესაძლოა არასწორად წავიდეს, მაგრამ სტანდარტულების დროს არ უნდა განმეორდეს ეს შეცდომები.

"დვალი არ არის, რადგან მისი თამაში ესპანეთთან იყო კატასტროფა. მას ვაფასებ და მიყვარს, მაგრამ ეს გადაწყეტილება იქნება მესიჯი მისთვის, რომ კვლავ დაუბრუნდეს ძველებურ ფორმას.

"აზაროვს თვეში ერთი თამაშის ჩატარება უწევს, ეს არის მიზეზი, რატომაც არ გამოვიძახე ის", - თქვა სანიოლმა.

აღსანიშნავია, რომ ვილის ჰკითხეს, დატოვებს თუ არა ის საქართველოს ნაკრებს ნომებრის მატჩების შემდეგ, თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხი ალექსანდრე იაშვილმა გასცა, რომელმაც განაცხადა, რომ ფრანგი არსად არ მიდის და ფედერაციასთან ერთად გააგრძელებს ნაკრების განვითარებას.






Facebook კომენტარები