4 საათის და 7 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"საფრთხის დროს ფხიზლად იყო" - რას წერენ გიორგი მამარდაშვილზე მედიაში

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "ლივერპული" "ენფილდზე" მადრიდის "რეალს" შეხვდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა.

საგულისხმოა, რომ ქართველი მეკარის პერფორმანსს ბრიტანულ მედიაში გამოეხმაურნენ:

"პირველი ტაიმის ბოლომდე საქმე არ ჰქონია, მაგრამ ბოლოს ზედიზედ ორი კარგი სეივი განახორციელა. ის ალბათ, უფრო მეტ აქტივობას ელოდა".

"მატჩის დიდი ნაწილი მაყურებლის რანგში გაატარა, თუმცა, საფრთხის დროს ფხიზლად იყო. შედარებით მშვიდ საღამოს დაცვას უნდა უმადლოდეს".

"პირველ ტაიმში ბელინგემის წინააღმდეგ კარგი სეივი ჰქონდა და გოლი არ გაატანინა. ველოდით, რომ უფრო მეტი დატვირთვა ექნებოდა", - წერენ ბრიტანულ მედიაში.


Facebook კომენტარები