სანდო ქართული საფეხბურთო გამოცემა, 90 წუთი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ვილი სანიომა ნოემბრის სანაკრებო მატჩებში იური ტაბატაძეს უხმო.
ცნობისთვის კადისის ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ეს ტაბატაძისთვის ეროვნულ გუნდში სადებიუტო გამოძახება იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი ბულგარეთს ესტუმრება.
