3 თვის და 1 კვირის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"მე და ვინისიუსი 50 ევროზე დავნიძლავდით" - მამარდაშვილის უცნობი ამბავი

2024/25 წლების ლა ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” შინ “ვალენსია” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილმა ვინისიუსს ჯუნიორს პენალტი მოუხსნა.

როგორც გაირკვა, პენალტის დარტყმამდე გიორგი მამარდაშვილმა ვინისიუსს სანაძლეო შესთავაზა, ვინც პენალტის შესრულების მომენტში გამარჯვებული იქნებოდა, წაგებულისგან 50 ევროს მიიღებდა.

ვინისიუს ჟუნიორი გიორგი მამარდაშვილს წინადადებაზე დათანხმდა, თამაშის შემდეგ გადახდით, თუმცა ბრაზილიელმა ქართველ მეკარეს 50 ევრო არ მისცა!

ცნობისთვის, დღეს მამარდაშვილი ვინისიუსს კვლავ შეხვდება, თუმცა ამჯერად "ენფილდზე" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრაში.


Facebook კომენტარები