6 საათის და 29 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ითამაშებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი "რეალის" წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 "ლივერპული" საშინაო მოედანზე მადრიდის "რეალს" შეხვდება.

შეხვედრის წინ მერსესაიდელთა თავკაცმა, არნე სლოტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ხვალინდელ მატჩში ალექსანდრ ისაკი, ჯერემი ფრიმპონგი და ალისონ ბეკერი ვერ ითამაშებენ. 

"ისაკი შეიძლება კვირას განაცხადში იყოს, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვი, უნდა დაველოდოთ, როგორ წარიმართება რეაბილიტაცია. 

"ალისონსა და ჯერემიზე გეტყვით, „მანჩესტერ სიტისთანაც“ არ იქნებიან", - თქვა სლოტმა.

ბუნებრივია, ალისონის არყოფნა იმას ნიშნავს, რომ "ბლანკოსის" წინააღმდეგ "წითლების" კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

Facebook კომენტარები