იტალიური გამოცემა Sportitalia ყურადღებას ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიას უმცროს ძმაზე, თორნიკე კვარაცხელიაზე ამახვილებს და წერს, რომ ქართველი ტალანტი ევროპულ საფეხბურთო სცენაზე საკუთარი სახელის დამკვიდრებას იწყებს.
ახალგაზრდა მარცხენა გარემარბი, რომელიც „ინტერის“ აკადემიიდან თბილისის „დინამოში“ გადავიდა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. Sportitalia-ს ცნობით, ის უკვე იპყრობს ევროპული სკაუტების ყურადღებას თავისი ტექნიკითა და დრიბლინგით.
„კვარაცხელიების ოჯახში ეს ტალანტი გენებშია — უფროსი ძმა უკვე პსჟ-ში ბრწყინავს, უმცროსი კი ახლა იწყებს სცენის დაპყრობას,“ — წერს გამოცემა Sportitalia.
თორნიკემ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ისლანდიის წინააღმდეგ მოედანზე მეორე ტაიმში შემოსვლის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თავისი მოძრაობებითა და შემოქმედებითი თამაშით, რამაც მაყურებელს ხვიჩას სტილი გაახსენა.
ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ძმის მსგავსად, თავადაც ევროპულ დიდ ფეხბურთში მიაღწევს წარმატებას და საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენს.

 ქართული ფეხბურთი
 ქართული ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატი
 მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატი
 ევროპის ჩემპიონატი ერთა ლიგა
 ერთა ლიგა ჩემპიონთა ლიგა
 ჩემპიონთა ლიგა ევროპა ლიგა
 ევროპა ლიგა კონფერენს ლიგა
 კონფერენს ლიგა ინგლისი
 ინგლისი იტალია
 იტალია საფრანგეთი
 საფრანგეთი ესპანეთი
 ესპანეთი გერმანია
 გერმანია ჰოლანდია
 ჰოლანდია ქართული კალათბურთი
 ქართული კალათბურთი სანაკრებო
 სანაკრებო NBA
 NBA ევროლიგა
 ევროლიგა ძიუდო / ჭიდაობა
 ძიუდო / ჭიდაობა ოლიმპიური
 ოლიმპიური ძალოსნობა
 ძალოსნობა მკლავჭიდი
 მკლავჭიდი ავტოსპორტი
 ავტოსპორტი სხვა სახეობები
 სხვა სახეობები 
 
      
         
      
         
      
         
      
         
      
         
                   
         
                   
         
                   
         
                   
        