ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ფაქტია, რომ რაც მოხდა, ყველასთვის საწყენი იყო. დამიჯერეთ, ჩვენზე ძალიან არავის უნდოდა გამარჯვება, მაგრამ ამჯერად მიზნის მიღწევა არ გამოგვივიდა.
"ესპანეთის ნაკრებზე საუბრისას არცკი ვიცი რა ვთქვა - თუ სადმე საფეხბურთო მწვერვალი არსებობს, ეს გუნდი სწორედ იქ არის.
"რაც შეეხება თურქეთთან მატჩს, აშკარად არ გაგვიმართლა, თორემ ასი პროცენტით მჯერა, რომ ფეხბურთელების ხარისხითაც და ყველანაირად მათზე უფრო ძლიერი საქართველოს ნაკრებია, უბრალოდ ხანდახან ძლიერებიც მარცხდებიან", - თქვა მამუჩაშვილმა.