4 საათის და 54 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ვინ არის 94 წლის ქომაგი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ესპანეთში ტრიბუნებიდან ამხნევებდა

ეს ამ­ბა­ვი 94 წლის ანე­რი გუმ­ბე­რი­ძე-ჯა­ფა­რი­ძე­ზეა, რო­მე­ლიც რამდენიმე დღის წინ, ეს­პა­ნეთ­ში, ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკრე­ბე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბას და­ეს­წრო. ქალ­ბა­ტო­ნი ანე­რი, რო­მელ­საც მხრებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა აქვს მოს­ხმუ­ლი და ქარ­თვე­ლი მე­კა­რის, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის მა­ი­სუ­რი აც­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ენერ­გი­ის სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თია.

ეს­პა­ნეთ­ში, ქა­ლიშ­ვილ­თან, ხა­თუ­ნა ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი­სა, რო­გორც ხა­თუ­ნა გვი­ამ­ბობს, დე­და­მი­სი, რო­მე­ლიც პროფესიით პე­და­გო­გი და მსა­ხი­ო­ბი იყო, დღემ­დე აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა.

კი­თხუ­ლობს, ვარ­ჯი­შობს, მის­დევს იო­გას და, რაც მთა­ვა­რია, მუდ­მი­ვად ქარ­თუ­ლი ამ­ბე­ბის საქ­მის კურ­სშია. მისი გული სამ­შობ­ლოს­თვის, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის­თვის ძგერს, რო­მელ­თა­ნაც მათ ოჯახს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს.

1999 წელს, 9 წლის შვილ­თან ერ­თად დავ­ტო­ვე სა­ქარ­თვე­ლო, პა­ტა­რა გოგო ვი­ყა­ვი, მე­უღ­ლეს და­შო­რე­ბუ­ლი. ქარ­თველ ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი და აქ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. სა­ბუ­თე­ბი გა­ვა­კე­თე, ძა­ლი­ან კარგ ეს­პა­ნურ ოჯახ­ში მოვ­ხვდი. 2004 წელს მე­ო­რედ და­ვო­ჯახ­დი ეს­პა­ნელ­ზე, მე­ო­რე შვი­ლი გო­გო­ნა შე­მე­ძი­ნა, ახლა 17 წლის არის და ძა­ლი­ან კარ­გად იცის ქარ­თუ­ლი. რად­გან ფეხ­ბურთზე ვსა­უბ­რობთ, სა­ო­ცა­რი ფოტო არ­ქი­ვი მაქვს მეც. 2004 წელს რო­დე­საც "ვა­ლენ­სია" ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, მე სა­დაც ვცხოვ­რობ­დი, იმ ოჯა­ხის წევ­რი აქა­უ­რი "მე­ცხრე არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტი იყო და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შევ­ძე­ლი და იმ­ჟა­მინ­დელ ლე­გენ­დებ­თან ფო­ტო­ე­ბი მეც მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

ჩვე­ნი ფეხ­ბურთთან შე­ხე­ბა მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი კოხ­რე­ი­ძე "ვა­ლენ­სი­ას" უნდა ეყი­და და სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მუხ­ლზე ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბა. მა­შინ და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს მის შე­სა­ხებ. ჩა­ვა­კი­თხე და მან­ქა­ნით წა­მო­ვიყ­ვა­ნე. გზად ვუ­თხა­რი რომ აგა­რაკ­ზე ვი­ყა­ვით, რა­ტომ უნდა იარო ამ­ხე­ლა გზა­ზე, ჩვენ­თან იცხოვ­რე-მეთ­ქი. ასე­ვე გა­ვი­ცა­ნით გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი... ერთ დღეს და­მი­კავ­შირ­დნენ, 19 წლის ბიჭი ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი და რო­გორც კოხ­რე­ი­ძეს და­ეხ­მა­რე, თუ შე­გიძ­ლია ამა­საც და­ეხ­მა­როო. ტრა­დი­ცი­ად დაგ­ვრჩა, რო­დე­საც არ უნდა ვეს­ტუმ­რო ახლა, გი­ორ­გის ყა­ვას თა­ვი­სი ხე­ლით მიმ­ზა­დებს.

ცოტა ხნის წინ, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან უნდა შენ­თან და­კავ­ში­რე­ბაო. და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ დე­დას სა­ჩუ­ქარს გა­მო­უგ­ზავ­ნი­ან.

დედა ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს ფი­ზი­კუ­რად, და­ნარ­ჩე­ნი სულ თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე ლა­პა­რა­კობს, თა­ვის სო­ფელ­ზე, სა­დაც ბავ­შვო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­ნო­ლო - ჩემი მე­უღ­ლე. დედა ქარ­თუ­ლად ესა­უბ­რე­ბა, მა­ნო­ლო კი - ეს­პა­ნუ­რად.

მამა ვე­რა­სო­დეს ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე ისე და­ი­ღუ­პა და ამა­ზე გული მწყდე­ბა. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი რომ ავი­ღე ეს­პა­ნეთ­ში, სო­ფელ­ში ჭა გავ­ჭე­რი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუ­კე­თე იქ და ამი­ტო­მაც უჭირ­და შემ­დეგ იმ სახ­ლის და­ტო­ვე­ბა.

წყარო: Ambebi.ge

Facebook კომენტარები