1 თვის და 3 კვირის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით" - ხვიჩა კვარაცხელიას განცხადება

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. 

"რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით. 

"აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. 

"არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე!", - წერს ხვიჩა.

Facebook კომენტარები