თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის წინ, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენს ჯგუფს ჰყავს მონსტრი, ესპანეთის ნაკრები, რომელიც მსოფლიოში ამ მომენტისთვის საუკეთესო ნაკრებია.
"საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართული საწყისი მატჩი ისეთი არ გამოვიდა, როგორც გვსურდა, მაგრამ ამ თამაშში ჩემი ფეხბურთელებისგან შესაბამის დამოკიდებულებას ველოდები.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, თუ საიდან მოვდივართ. როგორ განვითარდა საქართველოს ნაკრები გასული წლების განმავლობაში, ახლა კი გვაქვს მიზანი, რომ შემდეგ წელს ჩრდილოეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ, რისთვისაც ამ მატჩში წარმატება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
"ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებული მიდგომა იქნება. თუ 2 ან 3%-ს მაინც დავაკლებთ, შედეგი კატასტროფული იქნება. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ფეხბურთელების განწყობა და მოტივაცია უმაღლეს დონეზეა.
"ამ მატჩში გამარჯვება? ყველაფერი ყოველთვის სადებიუტოდ ხდება, მათ შორის ჩვენი გამოსვლა შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე. ვფიქრობ, ასეთი მომენტები უხდება ფეხბურთს", - თქვა სანიოლმა.
ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი 14 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე შედგება.