2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთმა საქართველოს უმასპინძლა.
ფურია როხამ ჩვენი გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფერენცია გამართა:
"დადებით მხარეებზე საუბარი რთულია. ალბათ, გაგვიმართლა კიდეც, რომ უფრო დიდი სხვაობით არ წავაგეთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთთან მატჩი, რომელიც ჯგუფში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება.
ფეხბურთელებს დაველაპარაკები. მათგან უფრო მეტი განწყობით და აგრესიით თამაშს ველოდები. ზოგადად, პოზიტიური ადამიანი ვარ და ვფიქრობ, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს სამ დღეში, განსაკუთრებით, ხარისხის თვალსაზრისით. ჩემს გუნდს ნამდვილად აქვს ხარისხი და მომდევნო მატჩში ამის ჩვენება შეუძლია.
თანამედროვე ფეხბურთი ასეთია - დრო არ გაქვს. არასდროს გაქვს დრო, უნდა ითამაშო, ითამაშო, ითამაშო, ითამაშო, ითამაშო... მაგრამ ფეხბურთელები მიჩვეულები არიან ამას და როგორც ვთქვი, ვეცდებით, მაქსიმალურად აღვიდგინოთ ძალები.
საკმაოდ გამიმართლა, რადგან ვმუშაობ ისეთ გარემოში, სადაც დიდ ძალისხმევას იჩენენ, რომ ყოველთვის საუკეთესო პირობებით ვიმგზავროთ მატჩებს შორის: ასე იქნება თურქეთშიც და ამისთვის მადლიერი ვარ. ვფიქრობ, ეს ძალისხმევა დადებითად აისახება მომდევნო მატჩზე.” , - თქვა სანოლმა.