6 დღის და 10 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ქართველებთან დიდი უპირატესობა გვაქვს" - რას წერენ თურქი ფანები

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთმა საქართველოს უმასპინძლა.

"ფურია როხამ" ჩვენი გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 

პარალელურად თურქეთი ბულგარეთს შეხვდა და მეტოქე გასვლაზე 1:6 გაანადგურა.

აღნიშნული თამაშების შემდეგ თურქი ქომაგები სოციალურ ქსელებში ალაპარაკდნენ:

"ქართველებთან დიდი უპირატესობა გვაქვს. ბურთების სხვაობაც კი ამოვქაჩეთ."

"იმედია, საქართველოს ნაკრებს მარტივად მოვუგებთ და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის მხოლოდ ჩვენ და ესპანელები ვიბრძლებთ."

"3 მატჩის შემდეგ 6 ქულა გვაქს, ქართველებს კი 3. ჩვენ მიზანთან უფრო ახლოს ვართ."

"მთავარი ბრძოლა წინ გველის. საქართველოს ნაკრებთან მხოლოდ გამარჯვებას ვფიქორბთ", - წერენ თურქი ქომაგები.


Facebook კომენტარები