1 კვირის და 1 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ვარჯიში გაუქმდა - რა ხდება ესპანეთში დიდი მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში ელჩეში მძიმე სტიქიური მოვლენებია,

აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო ჩვენი გუნდის მატჩისწინა ვარჯიში გაუქმდა.

10 ოქტომბერს ჩვენს ნაკრებს ელჩეში უნდა ევარჯიშა, თუმცა შესაძლო უამინდობის გამო მატჩისწინა ვარჯიში ალიკანტეში გადავიდა, იქ, სადაც გუნდი ამ დღეებში შეკრებას გადიოდა, თუმცა უამინდობის გამო ჩვენმა გუნდმა მინდორზე არ ივარჯიშა.

როგორც გაირკვა, ვილი სანიოლის ბიჭებმა მატჩისწინა ვარჯიში ფიტნეს დარბაზში ჩაატარეს.

ცნობისთვის, ესპანეთისა და საქართველოს თამაში 11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე შედგება.

Facebook კომენტარები