1 კვირის და 2 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმების დასტურის შემდეგ ვიღებთ" - ვილი სანიოლი

საქართველოსა და ესპანეთის მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

"პსჟ-ს პირადად ვესაუბრე, ხვიჩამ ბოლო 2 შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო, რაც გამართლებული იყო. მისი საბოლოო ჯამში, მისი მომზადებითაც კმაყოფილი ვარ.

"იქნება თუ არა კვარა ძირითადში? - თანამედროვე ფეხბურთში ტრავმების სენია. ზოგადად, შემადგენლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმების დასტურის შემდეგ ვიღებთ.

"როგორც ფეხბურთის მოყვარული, იამალს მოედანზე მალე დაბრუნებას და გამოჯანმრთელებას ვსურუვებ. მირჩევნია მოედანზე იყვნენ საუკეთესო მოთამაშეები - ფეხბურთისთვის ასე უკეთესია.

"ესპანეთს ბევრი ტრავირებული ჰყავს, თუმცა როცა ასეთი მაღალი დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობ, ამაზე ნაკლებად უნდა იფიქრო, რადგან ერთ პოზიციაზე 5-6 მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ", - განაცხადა სანიოლმა.



Facebook კომენტარები