2 საათის და 20 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

რონალდინიოს კომენტარი 2025 წლის ოქროს ბურთთან დაკავშირებით

ლეგენდარულმა რონალდინიო გაუჩომ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, ბრაზილიელმა ლეგენდამ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა.

"ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მიმიწვიეს და გამარჯვებული ვიცი... ის იმ გუნდში თამაშობს, სადაც მეც ვთამაშობდი", - თქვა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო როგორც "ბარსელონაში", ასევე "პსჟ"-შიც თამაშობდა და ზემოთხსენებული პრიზის მოგების მთავარი ფავორიტები სწორედ ამ ორი გუნდიდან არიან.

Facebook კომენტარები