როგორც მოგეხსენებათ, 22 სექტემბერს პარიზში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიების წინ ბუკმეიკერებმა საბოლოო კოეფიციენტები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, „ოქროს ბურთის“ მფლობელი თითქმის გარანტირებულად ხდება „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი უსმან დემბელე.
ბუკმეიკერთა კოეფიციენტები 19 სექტემბრისთვის:
უსმან დემბელე – 1.14
ლამინ იამალი – 5.0
ვიტინია – 18.0
მოჰამედ სალაჰი, რაფინია – 20.0
კოულ პალმერი, ფაბიან რუისი, ხვიჩა კვარაცხელია, აშრაფ ჰაკიმი – 40.0
ჯანლუიჯი დონარუმა, კილიან მბაპე, ნუნუ მენდეში – 60.0