1 თვის და 1 კვირის წინ
Giorgi Chanturia
Aa

"ისინი საქართველოსკენ იყვნენ!" - უკრაინელი ქომაგების გამოხმაურება მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუზავდა. სოლომონ კვირკველიას მიერ მე-7 წუთზე გატანილი ავტოგოლი "ჯვაროსნებმა" 76-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძის გოლით გაქვითეს.

საბოლოო შედეგი დადგა ისეთი, რომელიც არცერთ მხარეს აწყობდა. ბუნებრივია, უკმაყოფილება სუფევს უკრაინელთა ბანაკშიც, რადგან მათ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება შეხვედრის მიწურულს გაუშვეს ხელიდან.

უკრაინელი გულშემატკივრები მატჩის შედეგს თავიანთი ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდის პოსტის კომენტარებში ეხმაურებიან. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს:

"მეორე ადგილის დასაკავებლად ჩვენ ბოლო ტურში ალბანეთს უნდა მოვუგოთ, ჩეხებმა კი ორივე მატჩი მოიგონ. ეს ფანტასტიკის სფეროდანაა."

"რებროვ, დოვბიკი და სუდაკოვი საქართველოს მხარეს თამაშობდნენ! ასეთ დროს როგორ უნდა მოიგო?"

"ყოჩაღ, ორივე გუნდმა დაახლოებით ერთ დონეზე ითამაშა, მაგრამ მოგება ქართველებს უფრო მეტად უნდოდათ."

"ღმერთმა იხსნას ჩვენი ნაკრები ამ მწვრთნელისგან. მატჩების ყურებას სურვილიც აღარ მაქვს."

"სამარცხვინოა, რომ ნაკრების ერთადერთი თავდამსხმელი მოედნიდან 75-ე წუთზე გადის."

19 ნოემბერს უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის ამ გათამაშებაში ბოლოჯერ ითამაშებს და ალბანეთს სტუმრად დაუპირისპირდება. "ლურჯ-ყვითლები" ახლა 5 ქულის ამარა არიან დარჩენილნი და ჯგუფის ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან. 

Facebook კომენტარები