ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ კოჭის ტრავმა მიიღო.
დაზიანების სიმძიმის გამო ქართველ ფეხბურთელს მოედნის იძულებით დატოვება მოუწია.
Geo Team-ის ინფორმაციით, ტრავმა ისეთი სერიოზლი არ არის, როგორც თავიდან ვარაუდობდნენ.
"ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმებამ კარგი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს.
"არანაირი მოტეხილობა, დაზიანებულია კოჭის იოგი“, – წერს Geo Team-ი.
აქვე გეტყვით, რომ ქართველი შემტევი "სტრასბურგთან" და "მარსელთან" შეხვედრებს გამოტოვებს და მოედანზე, დიდი ალბათობით, 15 თებერვალს "რენის" წინააღმდეგ დაბრუნდება.