21 1 საათის და 10 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მიზეზი, თუ რატომ დასვა სკამზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში "პსჟ" ლისაბონის "სპორტინგს" დაუპირისპირდა.

ამ მატჩში ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.

ფრანგულ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ესპანელი სპეციალისტი ბოლო დროს ქართველით უკმაყოფილოა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ბოლოს, "ლილთან" შეხვედრის დროს პრესინგზე ინერტულობა იყო.

თუმცა, კვარამ "სპორტინთან" მატჩში საპირისპირო დაამტკიცა, ცვლილებიდან შემოსულმა საკმაოდ იაქტიურა და გოლიც გაიტანა.


Facebook კომენტარები