2 დღის და 3 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

გურამ კაშია უხელფასოდ თამაშს აპირებდა, თუმცა ერთი დიდი პრობლემა იყო - "ვიტესისა" და ქართველი კაპიტნის ამბავი

რამდენიმე თვის წინ, გურამ კაშიამ განაცხადა, რომ როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, კარიერის დასრულება ვიტესში სურდა, იმ გუნდში, რომელსაც ამ ეტაპზე განსაკუთრებით უჭირს და რომელთან ერთადაც ისტორია დაწერა.

თუმცა, მიუხედავად მოლაპარაკებების და გურამის მხრიდან უხელფასოდ თამაშის სურვილის, ვიტესი ვალდებულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოთამაშის სახელფასო პირობები დააკმაყოფილოს, დაახლოებით ნახევარ მილიონ ევროზე მეტი, რაც რთულ ვითარებაში მყოფი არნემული კლუბისთვის, შეუძლებელია.

"ამ შემთხვევაში, რეგულაციები ნაკლებ შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა თუ ზაფხულში კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მივიღებ, ვიტესში შემდგომი საუბრისთვის მზად არიან. ფეხბურთის დატოვება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, უკვე დროა”.

“შესაძლოა, ვიტესში ან აკადემიაში, როგორც მწვრთნელი დავბრუნდე. მინდა, კვლავ ვიყო ვიტესის ნაწილი და ეს სურვილი ვიტესშიც არსებობს”, - უთხრა გურამ კაშიამ ნიდერლანდურ მედიას

მარტში, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, 38 წლის ქართველი მცველი და ვიტესი შეხვედრებს კვლავ გამართავენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 2010-2018 წლებში, ვიტესის კაპიტანიც გახლდათ, 292 მატჩით გუნდის რეკორდსმენი გახდა და ნიდერლანდების თასი მოიგო.

წყარო: 90min Georgia.

Facebook კომენტარები