3 დღის და 4 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

დავიწიყეთ თურქეთი! - ზურიკო დავითაშვილს ძალიან მაგარი გუნდი აკვირდება

როგორც აქამდე იწერებოდა, სენტ-ეტიენის ქართველი შემტევის, ზურიკო დავითაშვილის შეძენით ბეშიქთაში იყო დაინტერესებული.

დღეს პორტუგალიურ მედიაში ზურიკოს შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც იწერება, ქართველის შეძენა ლისაბონის ბენფიკასაც სურს:

"ლისაბონის „ბენფიკა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას აპირებს და სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული: პატრიკ ვიმერი, კეიტო ნაკამურა და ზურიკო დავითაშვილი, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაგან ერთ-ერთის შეძენას ამჟამად კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავს“, - იწერება პრესაში.

Facebook კომენტარები