3 დღის და 8 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გიორგი გველესიანი სეპაჰანს დატოვებს - რა ინფორმაცია ვრცელდება ირანულ მედიაში

ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლაო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი გველესიანმა სეპაჰანის რიგები დატოვოს:

"პერსეპოლისიდან“ წამოსვლისა და „სეპაჰანში“ დაბრუნების შემდეგ, გიორგი გველესიანი იმედოვნებდა, რომ ძველ წარმატებებს გაიმეორებდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, მოჰარამ ნავიდკია, ქართველ ლეგიონერს სათამაშო დროს თითქმის არ აძლევს.

ამ დროისთვის გველესიანმა „სეპაჰანის“ შემადგენლობაში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა: აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „ალ-ჰუსეინის“ წინააღმდეგ (76 წუთი) და ქვეყნის თასზე „მეს ქერმანთან“ (90 წუთი).

34 წლის ქართველ მცველს, რომელმაც ევრო 2024-ზეც იასპარეზა, ირანის 25-ე ჩემპიონატშ თავის გამოჩენის შესაძლებლობა საერთოდ არ მისცემია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დიდია ალბათობა იმისა, რომ გველესიანმა ისპაჰანური კლუბი უახლოეს პერიოდში დატოვოს“, - წერს ირანული გამოცემა.

Facebook კომენტარები