1 დღის და 4 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სიკვდილის ჯგუფი! - როგორი იქნება ერთა ლიგაზე საქართველოსთვის ყველაზე მძიმე ჯგუფი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს 2026/27 წლების ერთა ლიგის გათამაშება ელის.

ამ ტურნირიდან გუნდებს ექნებათ დამატებითი შანსი, რომ ევრო 2028-ზე კვალიფიცირდნენ.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში იმყოფება.

ცნობილი ხდება B დივიზიონის კალათები:

პირველი კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი;

მეორე კალათა: შვეიცარია, უკრაინა, ბოსნია,  ავსტრია;

მესამე კალათა: საქართველო, რუმინეთი, ირლანდია, სლოვენია;

მეოთხე კალათა: შვედეთი, მაკედონია, კოსოვო, ჩრდილოეთ ირლანდია;

წილისყრა 2026 წლის იანვარში გაიმართება, თავად ტურნირი კი 2026 წლის სექტემბერში აიღებს სტარტს.

ჩვენი გუნდისთვის ყველაზე სიკვდილის ჯგუფი ასეთი იქნება:

შოტლანდია, შვეიცარია, საქართველო, შვედეთი.

ვიმედოვნოთ, რომ ჯვაროსნებს წილისყრაში ამჯერად მაინც გაუმართლებთ.

Facebook კომენტარები