8 საათის და 39 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ზუსტი და სწორი შეფასებაა - ვლადიმერ გუცაევის საინტერესო განცხადება

იბერია 1999-ის ხელმძღვანელმა ტარიელ ხეჩიაკშვილმა დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან გუნდს კვლავ 29 წლის გუგა ნერგაძე გაწვრთნის.

"გუგა ნერგაძე საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელია და ამასთან, ძალიან თვითკრიტიკულიც. ერთი მატჩი წავაგეთ და მითხრა – ეს ჩემი ბრალია, მაგრამ გპირდები, დანარჩენ თამაშებს მოვიგებთ და ჩემპიონები გავხდებითო. მსგავსი რამ ჩემს საფეხბურთო პრაქტიკაში იშვიათად მახსენდება. მას ჩვენგან სრული ნდობა აქვს და დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული. იმედია, რთულ გზას ერთად გავივლით“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა გააკეთა:

"ნოდარ ახალკაცი 27 წლის იყო, „ლოკომოტივში“ თამაშობდა, როცა ტრავმა მიიღო და მაშინვე გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. იმ პერიოდში „ლოკომოტივი“ ძალიან ძლიერი გუნდი იყო – თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შემდეგ, ფაქტობრივად, ქვეყნის მესამე გუნდი. ამიტომ აქ არაფერია გასაკვირი. ღმერთმა ინებოს, რომ ნერგაძემაც დიდი გზა გაიაროს“.

Facebook კომენტარები