ცნობილი ბრიტანული გამოცემა, The Guardian, საკუთარ ვებგვერდზე ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს და მსოფლიოს საუკეთესო 100 ფეხბურთელს ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ საუკეთესო 100-ში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელმაც მე-14 პოზიცია დაიკავა.
"ბურთის გარეშე ყოფნისას ის თავდაუზოგავად შრომობს, რაც ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის პლეი-ოფში ძალიან კარგად გამოჩნდა. ქართველი ფეხბურთელი დაცვაში ხშირად ჩადიოდა და „პარი სენ-ჟერმენს“ ბურთს უბრუნებდა.
"გარდა ამისა, მესის, ნეიმარისა და მბაპეს მსგავსად, მას აქვს უნარი, ერთი მოქმედებით მატჩის ბედი შეცვალოს. მაშინ, როდესაც MNM-ს (მესი, ნეიმარი, მბაპე) დიდ სცენაზე ხშირად არაფერი გამოსდიოდა, კვარაცხელია საუკეთესო თამაშს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებისას აჩვენებდა“, - წერს The Guardian-ი.

