La Gazetta Georgia-ს ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო კარიერას უბრუნდება.
წყაროს ცნობით, 33 წლის შემტევი თემურ ქეცბაიას ანორთოსისში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ანორთოსისის ღირსებას, თემურის მწვრთნელობის დროს, 2019-2021 წლებში იცავდა.
ცნობისთვის, ბოლოს ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატში, კერძოდ გაგრაში თამაშობდა.