4 დღის და 7 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

VIDEO: ოღონდ ეს არა! - გავრცელდა გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის ვიდეო

ჩემპიონშიფის მიმდინარე ტურში ოუტფორდი ნორვიჩს უპირისპირდება.

ეს მატჩი ტრავმიდან დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველი ნახევარმცველი 37-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი ნორვიჩის მეკარესთან შეჯახების შემდეგ მუხლს იტკიებდა.

პოზიტიურად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ქართველმა მოედანი თავისი ფეხით დატოვა.

Facebook კომენტარები